Image

დიდი საცობი იყო, ამიტომ მეტროთი წასვლა გადავწყვიტე... ყურებში განწირული დედის კივილი მესმოდა "მიშველეთ, შვილი გადამირჩინეთო"... სიმწრისგან თვალებზე ხელი ავიფარე

image
loading...

დღეს სამსახურიდან მეგობართან მივდიოდი. საკმაოდ დაღლილი ვიყავი. ერთი სული მქონდა მივსულიყავი.

დიდი საცობი იყო, ამიტომ მეტროთი წასვლა გადავწყვიტე. ვდგავარ სადგურზე, ველოდები მეტროს, გარშემო ბევრი ხალხი იყო, პიკის საათში მომიწია მგზავრობა. მეტროს მოსვლამდე წამები იყო დარჩენი. უცებ ხმაური ატყდა, გავიხედე და რას ვხედავ, პატარა ბავშვი ლიანდაგზე ჩავარდა. ერთი ამბავი ატყდა, მატარებელი საცაა მოვიდოდა. ყურებში განწირული დედის კივილი მესმოდა “მიშველეთ, შვილი გადამირჩინეთო”.

ერთი წამიც არ იყო გასული ერთი ახალგაზრდა ბიჭის ლანდს მოვკარი თვალი, უცებ ჩახტა ლინდაგებზე, წაქცეულ და მტირალ ბავშვს ხელი მოჰკიდა და იქვე მდგარ მაკაცს ხელში მიაწოდა.

უცნობმა კაცმა ბიჭს უყვირა სასწარაფოდ ამოსულიყო, ხალხმა ყვირილი დაიწყო მატარებელი გაჩერებულიყო, ვუყურებდი როგორი განწირული სახე ჰქონდა ამ ბიჭს ბოლო წამებში. ამოსვლა დააპირა, მაგრამ მატარებელი ელვის სისწრაფით მოდიოდა, ვეღარ გავუძელი და სიმწრისგან თვალებზე ხელი ავიფარე.

მატარებელმა დამუხრუჭება ვერ მოასწრო, მაგრამ ახალგაზრდა ბიჭმა შეძლო და მოახერხა ბაქანზე ამოსვლა. ყველა გაკვირვეული უყურებდა ამ ბიჭს. ყველამ შეაქო და მადლობები უხადეს, სულ უცხო ხალხმაც კი. თვალებიდან ცრემლები წამომივიდა როდესაც ამ ბიჭს პატარის დედა გადაეხვია და “უფლისგან მოვლენილი ანგელოზი” უწოდა.

მეგობრებო, გვიყვარდეს ერთმანეთი. პატივი ვცეთ, დავეხმაროთ ერთმანეთს. მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული თუ გადაგვარჩენს.
шаблоны для dle 11.2
loading...
13-02-2019, 12:07
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები