Image

რა გახდა თბილისში 7 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი და ვინ არიან გარდაცვლილები – ტრაგედიის დეტალები

image
loading...

როგორც ამ წუთებში "პრაიმტაიმს" აცნობეს, გარდაცვალება ბუნებრივი აირის გაჟონვას არ უკავშირდება. მსხვერპლი სავარაუდოდ ცეო-ს, ანუ ნამწვის დაგროვებამ გამოიწვია.

ჩვენი ინფორმაციით, ნაქირავებ ბინაში წყლის გამათბობელი ჩახსნილი ჰქონდათ, თუმცა ბინაში მყოფმა პირებმა გამათბობელი კუსტარულად დაამონტაჟეს, რამაც ნამწვუის დაგროვება გამოიწვია.

გარდაცვლილები არიან მუშები, რომლებსაც აღნიშნული ბინა დაქირავებული ჰქონდათ. ისინი ერთ-ერთი ბანკის სამშენებლო სამუსაოებზე მუშაობდნენ.

ქეთევან წამებულის ქუჩაზე შვიდი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე საავარიო სამსახური, სამაშველო ბრიგადები და სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. ადგილზე იმყოფება ისნის გამგებელიც.
шаблоны для dle 11.2
loading...
31-01-2019, 14:09
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები