Image

"ეს ახალი ინფექცია ყოველ მეათე დაავადებულს შეიწირავს" - ექიმ კომაროვსკის გაფრთხილება

image
loading...

ექიმ კომაროვსკის გაფრთხილება -„ახალი ინფექციასთან, წითელა უმნიშვნელო წვრილმანად მოგეჩვენებათ".

„მე წითელას შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაგაფრთხილეთ, მაგრამ თქვენ არ დამიჯერეთ. საზოგადოებას სჭირდება მსხვერპლი, მსხვერპლის გარეშე არავის არ სურს დაჯერება. აი ახლა, მე მინდა გაგაფრთხილოთ: წითელა - ეს მხოლოდ თბილი ყვავილია. იქნება უარესი და წითელა მოგვეჩვენება ტკბილი ხილის ნაჭრად ტორტზე. აი ტორტი კი დიფტერიაა", - ამბობს კომაროვსკი.


როგორც ცნობილი პედიატრი ამტკიცებს, თუ წითელას ასარიდებლად ერთი აცრაა საჭირო, დიფტერიის დროს ეს სამჯერ უნდა გაკეთდეს. ერთი წლის შემდეგ და ყოველ მეათე წელიწადს კი ისევ უნდა გამეორდეს. დიფტერიის მიმართ იმუნიტეტის სწრაფად გამომუშავება არ გამოდის.

„სისულელეა ავიცრათ წითლაზე და დავივიწყოთ დიფტერია. უფროსები მშვიდად არიან, რომლებმაც ოდესღაც ბავშვობაში გაიკეთეს ვაქცინა. ვაქცინის გარეშე იღუპება დაავადებულთა 50%. ამის მეშვეობით მსოფლიოს წამყვან კლინიკებშიც კი სიკვდილიანობა 10-15%-ია, ანუ ყოველი მე-10 დაავადებული იღუპება. ჩვენს ქვეყანაში აცრასთან დაკავშირებით დაძაბული სიტუაციაა, აი ვაქცინა კი ჯერ კიდევ არის", - აცხადებს ექიმი კომაროვსკი.

რა არის დიფტერია? კომაროვსკის განმარტებით, ეს არის მკვეთრი და დაუჯერებლად გადამდები დაავადებაა. დიფტერიის მწვავე სიმპტომები არ ინდობენ არც დიდს და არც პატარას. მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, კანის დაზიანება, სასუნთქი გზების გადაკეტვა დიფტერიული საფარით. ჯამში ორგანიზმი განიცდის სრულ ინტოქსიკაციას და ფატალურ შედეგამდე მივდივართ.

„დიფტერია - ეს სიკვდილია პირდაპირი გაგებით, როცა ბავშვი ამბობს: „ბიძია ევგენ, თქვენ უკვე სამი დღეა არ გძინებიათ, წადით, სულ ერთია მე მაინც მოვკვდები". და იღუპება 2 საათის შემდეგ. ამის შემდეგ მე ვცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ნახევარზე მეტი ბავშვი არაა აცრილი!", - აცხადებს ექიმი.

ყველაზე საშიში-დიფტერია ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, ანუ, თუ ავადმყოფი იმყოფება თუნდაც 200 მეტრში თქვენგან, მაგალითად პირველ სართულზე, თქვენ კი მეცხრეზე, სულერთია, მაინც დიდი რისკია გადადების, როგორ კარგადაც არ უნდა ეცადოთ კონტაქტისგანთავის არიდებას.

რაც შეეხება აცრას, კომაროვსკი 100%-ით დარწმუნებულია რომ ის აუცილებელია.

"ეს ყველაზე ეფექტური მეთოდია ინფექციური დააავადებების საპროფილაქტიკოდ და პრაქტიკულად გამქრალია მასობრივი საინფორმაციო სივრციდან. გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, აცრილია თუ არა სათანადოდ ბავშვი ან თქვენ. თუ ბოლო ათ წელიწადში არ აცრილხართ, არსებობს სპეციალური ვაქცინა ზრდასრულებისთვის. დიფტერია აუცილებლად მოვა, სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება. არსებობს ბიოლოგიური კანონები. ბევრი ადამიანი დაიღუპება, ეს არაა წითელა. ეს ბევრად უარესი და სახიფათოა, ზრდასრულს უფრო მეტი შანსი აქვს შეეწიროს დიფტერიას, ვიდრე ბავშვს", - აცხადებს კომაროვსკი
шаблоны для dle 11.2
loading...
29-01-2019, 13:08
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები